среда, 21 октября 2015 г.

დღე 9

    დასრულდააააააააააააა ... :( ძალიან სამწუხაროა,..:(,  თუმცა ეს ტრენინგი ძალიან მრავლის მომცემი და საინტერესო იყო, იმედია ნათიას იმედებს გავამართლებ და ჩემს პორთფოლიოს გავაფუშფუშებ :D ძალიან ბევრი პროექტებით და პრეზენტაციებით... :))
   დღეს ვისწავლეთ:  ბლოგზე ატვირთულ პორტფოლიოში განთავსებულ საქაღალდეებში მასალების ჩამატება, წაშლა, ჩასწორება, გავაკეთეთ ფასილიტაციის პრეზენტაცია...              ( ყველას პრეზენტაცია მომეწონაააა)...
   სასიამოვნო იყო ყველა თქვენთაგანის გაცნობა... :*
  მადლობა ნათია თქვენ ასეთი უშუალო და კარგი რომ ხართ... :*
 

вторник, 20 октября 2015 г.

დღე 8

    ეს დღეც დატვირთული და საინტერესო იყო, მერვე დღეა, გული მწყდება დამთავრებისკენ რომ მივდივართ,  მაგრამ რას ვიზამთ ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც.
    დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა, გავაკეთეთ ფასილიტაციის პრეზენტაცია და ჩვენი პორთფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე... :)

"ქართული სიწმინდეები" პროექტის პორტფოლიო

понедельник, 19 октября 2015 г.

დღე 7

  როგორც ყველა ტრენინგი ეს დღეც საინტერესო და შრომატევადი იყო, რატომღაც ამ დღეს ძალიან განვიცდიდი, მეგონა თავს ვერ გავართმევდი დავალებას, მაგრამ ნათიას დახმარებით დავალება შევასრულე. მგონი გამომივიდა:) ამისათვის მადლობა ნათიას.
     დღეს გავაკეთეთ: განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა, მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით გავაკეთეთ ბროშურები ( ბროშურები შევინახეთ D დისკზე, საქაღალდეში- სასწავლო პროექტის დამხმარე), პროექტის გეგმაში ჩავწერეთ აქტივობები (ავღწერეთ  თითოეული აქტივობა)... :))

суббота, 17 октября 2015 г.

დღე 6

   როგორც სხვა დღეები ეს დღეც საინტერესო იყო, თითქოს ტექნიკურად მარტივი იყო დავალებების შესრულება, მაგრამ მაინც დიდ შრომას მოითხოვდა...
    დღეს გავაკეთეთ: მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკები, საბაზისო უნარ-ჩვევები, ვიდეოს გადატანა ბლოგზე და ბლოგზე ჩანართების გაკეთება.

среда, 14 октября 2015 г.

ტრენინგის 5 დღე

  ეს დღეც საინრერესო იყო ჩემთვის, გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, ციტირებული დოკუმენტი, გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი powerpoint-ში, ეს ყველაფერი შევინახე D დისკზე ჩემს პორთფოლიოში. 

понедельник, 5 октября 2015 г.

ტრენინგის 3 დღე

  მესამე დღე ძალიან შრომატევადი იყო, ბევრი სამუშაო გვქონდა, იმედია თავი გავართვი და სწორად გავაკეთე ყველაფერი...
  გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა, მოვიძიეთ 3 დოკუმენტი: 21-ე საუკუნის უნარჩვევები, ბლუმის განახლებული ტაქსონომია და განათლების სამინისტროს გვერდზე ესგ, ეს დოკუმენტები შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ პროექტისთვის საჭირო ინდიკატორები და სტანდარტები. გავეცანით მიმართულებების მიმცემ კითხვებს, ვისწავლეთ google.dok -ის გამოყენება და დოკუმენტის გაზიარება და ა. შ.

воскресенье, 27 сентября 2015 г.

დღე 2

 დღე საინტერესოდ წარიმართა, დღეს შევისწავლეთ პუბლიკაციების გამოცემა, გავეცანით ბუკლეტების, გაზეთის შაბლონებს,პდს ბუკლეტის ნიმუშს საშუალო საფეხურისთვის,  შაბლონის მიხედვით გავაკეთე პროექტის ბუკლეტი და შევინახე ფაილში სასწავლო პროექტის დამხმარეში.

суббота, 26 сентября 2015 г.

ინტელის ტრენინგის 1 დღე

დღეს გავეცანი ინტელის კურსს, სახელმძღვანელოს, შევქმენით პორტფოლიო, ჩავალაგეთ ფაილები, მე ვფიქრობ საინტერესო იქნება ეს ტრენინგი. მოლოდინი დიდია